გოგი წულაია ქუთაისში, აღმაშენებლის
ქუჩაზე გაჭიანურებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებს. Წულაია ამბობს, რომ სამუშაოები 7-8 თვეა დაწყებულია, თუმცა, ადგილზე ახლა არავინ მუშაობს. Მისივე თქმით, კომპანია დასაქმებულებს ხელფასს არ უხდის.
“Აქ უამრავი ადამიანი ცხოვრობს, უამრავი ობიექტია გახსნილი, არავის ბედი არ აინტერესებთ. Წვიმაში საშინელი ტალახია, ქარია და საშინელი მტვერია. ცუდი მდგომარეობაა. Კეთილი ინებონ და გამოვიდნენ, აუხსნან მოსახლეობას, როდემდე უნდა იყოს ეს ქუჩა მიტოვებული, რატომ შეაჩერეს სამუშაოები,”-ამბობს გოგი წულაია.
აღმაშენებლის ქუჩაზე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.