ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ასპექტები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეაფასა.
ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალმა, გასული წლის მარტის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების გაუქმებას მოითხოვდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზაალ გორგიძის განცხადებით, სასამართლოს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ერთი პროცესიც არ ჩაუნიშნავს.
,,მიზეზი იმისა, რატომ არ განიხილა თბილის საქალაქო სასამართლომ სარჩელი, ჩვენი აზრით, არის ის, რომ სარჩელში ყველა ასპექტია დასაბუთებული რატომ არ უნდა აშენდეს ნამოხვანჰესი, თუ მოსამართლე სარჩელს ობიექტურად განიხილავდა, ჩვენი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო’’-ამბობს ზაალ გორგიძე.
საიას ქუთაისი ფილიალმა ასევე ერთი კვირის წინ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რიონის ხეობაში სამუშაოები მანამ არ დაწყებულიყო, სანამ სასამართლო მათ სარჩელს არ განიხილავდა.
,,ვნახოთ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. მოსამართლემ უნდა იმოქმედოს სამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე და უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც კანონს შეესაბამება’’-ამბობს ზაალ გორგიძე.