“მე კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები იმ ნათქვამს, რომ
multicat=36 კომპანიას ხეობა გადაეცა”-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია მიწის იმ ნაკვეთებზე, რომლებიც უშუალოდ პროექტისთვის სჭირდება კომპანიას. თურნავას განმარტებით, მიწის გადაცემა სწორად მოხდა, თუმცა, შესაძლოა შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს მონაწილეობას და სრულ ინფორმაციას მიიღებს.
“ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული, მიწის პრივატიზაციის საკითხია. თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, მე ამ რიტორიკაში არ და ვერ წამოგყვებით, რადგან ეს მიუღებლად მიგვაჩნია; თუ პრობლემა იმაშია, რომ მიწა საერთოდ გადაეცა კერძო კომპანიას, შეგახსენებთ რომ მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკაა,”-განაცხადა თურნავამ.
თურნავას განმარტებით, მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი როგორც კომპანიისათვის, სახელმწიფოსთვის და საპროტესტო აქციების მონაწილეებისათვის.
კომიტეტების სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და “რიონის ხეობის მცველები” ესწრებიან.