“Გამოდი ღირსებისთვის”-ქუთაისში
საპროტესტო აქცია დაიგეგმა. Როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაიმართება.
Პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები 9 მარტს, მერიასთან, 14:00 საათზე შეიკრიბებიან.
“Თითოეული მოქალაქის ვალია, მონაწილეობა მიიღოს ძალადობრივი სისტემის დასრულებაში. Ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
Შეგახსენებთ, “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.