პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი
multicat=36 წულაია საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებს. წულაია ამბობს, რომ სანამ ქვეყანა ნიკა მელიას დაჭერითაა დაკავებულია, საწვავის ფასი ყოველდღიურად იმატებს, ამის ფონზე კი მოსახლეობა შიმშილის პირასაა მისული.
“სანამ მელიას დაჭერა არ დაჭერის საკითხი განიხილება, გუშინ საწვავი დილიდან საღამოს განმავლობაში 5 თეთრით გაძვირდა. დღეს უკვე გაძვირებულია სამი თეთრით, საღამოს კი რას გვიზამენ არავინ იცის. ეს უკვე კატასტროფაა. რა მელია და რა პარლამენტი, ქვეყანა შიმშილის ზღვარზეა. ამ თემებს რატომ ვართ მიჩერებული,”-ამბობს წულაია.
გოგი წულაია მოსახლეობას მოუწოდებს, უმოქმედოდ ნუ დარჩებიან და პროტესტი გამოხატონ.