ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით უკვე მეცამეტე დღეა კარავია გაშლილი.

აქციას სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორის წევრები მართავენ. ისინი 2020 წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

 

,,მეცამეტე დღეა ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში კარავი გვაქვს გაშლილი. ვაპროტესტებთ დაკანონებულ უკანონობას , არჩევნები გაყალბდა და ამას არ შევეგუებით.  აქ მანამ ვიდგებით, სანამ ,,ქართული ოცნება’’ არ ჩამოიშლება. ჩვენ ცივილურად გვინდა ამ ყველაფრის დასრულება,’’-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ნენე ახვლედიანი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა (48%) პარტია ,,ქართულმა ოცნებამ’’ მოიპოვა.

21 ნოემბერს საქართველოში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *