რგფ-დან ქუთაისის მერიამ 8 მილიონ ლარზე
Მეტი მიიღო. Მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა 2021 წელს ქალაქში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. Ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალში ძირითადად ქუჩების რეაბილიტაცია შედის.
სამუშაოების შესასრულებლად ტენდერები უკვე გამოცხადებულია და განაწილებულია თანხები.
აკაკი ხორავას ქუჩაზე, საგზაო სამოსის, დახურული ტიპის სანიაღვრე სისტემისა და ტროტუარების მოსაწყობად განსაზღვრულია 1 509 319 ლარი. ფოთის ქუჩის გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 219 986 ლარი. Ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევის ტროტუარების რეაბილიტაციისათვის დაახლოებით 344 834 ლარი დაიხარჯება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განისაზღვრა 703 883 ლარით. Გუგუნავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის 966 310 ლარია განსაზღვრული. Ქალაქში სპორტული მოედნების მოწყობა- რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 765 507 ლარი. შანიძის აღმართზე გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 835 582 ლარი. Ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად გამოიყოფა 347 732 ლარი. რუსთაველის გამზირის #106-ს მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია კი 156 303 ლარი დაჯდება. ჭაბუკიანის ქუჩის მე-8 ჩიხის გზის საფარის რეაბილიტაციის თანხაა 138 707 ლარი. ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერმაღის ირგვლივ გზის საფარის რეაბილიტაციისთვის 135 404 ლარი დაიხარჯება. Მწვანეყვავილას ქუჩის #9ა-ს მიმდებარე საყრდენი კედლის მოსაწყობად 193 332 ლარი განისაზღვრა.
Ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი 60 მილიონ 86 ათას 500 ლარით განისაზღვრა. Ბიუჯეტში პრიორიტეტად სოციალური მიმართულებები და ინფრასტრუქტურა დასახელდა.