ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი საკრებულოზე
დასამტკიცებლად ხვალ გავა. ბიუჯეტის მოცულობა 60 მილიონ 86 ათას 500 ლარია. მასში პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულებები სახელდება.
ბიუჯეტი ოპოზიციის გარეშე დამტკიცდება. ბოიკოტის გამო მის განხილვას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათ ბიუჯეტის პროექტთან მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შენიშვნები ჰქონდათ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ წინა წლების მსგავსად, 2021 წლის ბიუჯეტი ხალხის ინტერესებზე არც წელსაა მორგებული და თანხების უმეტესობა ხელფასებზეა გაწერილი.