პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე
გოგი წულაია ტექდათვალიერების ცენტრებთან არსებულ რიგებს აპროტესტებს. წულაია ამბობს, რომ რამდენიმე დღეა პანდემიის ფონზე ცენტრებთან რიგები არ წყდება, რაშიც ხელისუფლებას ადანაშაულებს. გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლებას ტექდათვალიერების ვადა არ უნდა გადმოეწია, მოქალაქეები არ უნდა დაეჯარიმებინა და გაცილებით ადრე გაეფრთხილებინა.
“საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ცენტრებთან 30 000 ადამიანი მაინც დგას რიგებში. ბაზრობები არ გახსნეს, რადგან მათი ბიზნესი არ არის. არ აინტერესებთ ადამიანები მშიერი არიან თუ არა. ეს რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის ბიზნესია და გახსნილია, აქ თურმე კორონავირუსი არ ვრცელდება. როდესაც ჩაგვკეტეს და ადამიანები მაღაზიებს მიაწყდნენ უარესი შედეგი მივიღეთ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც,”-ამბობს წულაია.