ქუთაისში 9 მაისისა და 8 აგვისტოს მემორიალებს
რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ქუთაისის მერიამ ტენდერები უკვე გამოაცხადა. 9 მაისის მემორიალის რეაბილიტაციისათვის მერია სავარაუდოდ 20 488 ლარს დახარჯავს, ხოლო 8 აგვისტოს მემორიალის რეაბილიტაციიისათვის 33 131 ლარს.
ტენდერებში მონაწილეობისათვის წინადადებების მიღება 19 დეკემბერს დაიწყო და 22 დეკემბერს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 8 აგვისტოს მემორიალის რეაბილიტაცია, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, კონსტრუქციის განახლებას, ქვაფენილის მოწყობას, მემორიალური დაფის განათებასა და ტერიტორიის გამწვანებას მოიცავს.
9 მაისის მემორიალი საფიჩხიის სასაფლაოზე მდებარეობს. მისი რეაბილიტაცია მოიცავს საყრდენი კედლის, ჩირაღდნისა და მემორიალური დაფის მოწყობას.
გასულ წელს 8 აგვისტოს მემორიალი დააზიანეს. ჩამსხვრეული იყო მინის კონსტრუქცია.