რიონის ხეობის მოსახლეობამ ქუთაისში
გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ჟონეთში, კომპანია “ენკას” ოფისთან იყვნენ შეკრებილები. ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით მათ პროტესტი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, შემდეგ კი სამხარეო ადმინისტრაციის წინ გააგრძელეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ჰესის მშენებლობის უფლებას არ მისცემენ. მათი თქმით, მთავრობა მშენებლობას მხოლოდ იმით ამართლებს, რომ ის სახელმწიფოს ინტერესებში შედის. ამ დროს კი მის უსაფრთხოებაზე არანაირი კვლევა არ არსებობს.
“ქუთაისის თავზე შენდება 110 მეტრის სიმაღლის კაშხალი. პროექტი არის დაუსაბუთებელი, არ არსებობა კვლევა, რომ ის არის უსაფრთხო. რიონის ხეობა არის მეწყერსაშიში ზონა, კაშხლის უკან მეწყერი რომ ჩამოწვეს საკმარისია იმისთვის, რომ მთელი ქალაქი გადაირეცხოს,”-ამბობს აქციის მონაწილე, ვარლამ გოლეთიანი.