ქუთაისში დღეიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა
ფუნქციონირება დაიწყო. პირველ ეტაპზე ქალაქში 10 ავტობუსი გადაადგილდება. თითოეული მათგანი 50 ადგილიანია და ადაპტირებულია შშმ პირებზე. უზრუნველყოფილია გათბობისა და გაგრილების სისტემით.
“პირველი 10 ავტობუსი ყველაზე მეტად დატვირთულ მარშრუტებზე გავა. უახლოესი 2 თვის განმავლობაში კი ქუთაისს კიდევ 50 თანამედროვე, კომფორტული და ადაპტირებული ავტობუსი დაემატება. ასევე, მიმდინარეობს ავტობუსების დეპოს მშენებლობა, რომელიც დამთავრდება მანამ, სანამ ყველა ავტობუსი ჩამოვა ქუთაისში და დაიწყებს ფუნქციონირებას იანვრის ბოლოს,”-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ.
ათივე ახალი ავტობუსი ჩაანაცვლებს ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს. 6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს ე.წ. წრიულ მარშრუტზე, ხოლო 4 ავტობუსი – ავტოქარხანა-წითელი ხიდის მარშრუტზე.