წყალტუბოს, ხონის, ვანის, სამტრედიის, საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან. ისინი შემაჯამებელი ოქმების დაწერას, რომელიც საოლქო კომისიაში ამ წუთებში მიმდინარეობს და არჩევნების შედეგს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
,,ჯერ საჩივრები არ განუხილავთ და უკვე შემაჯამებელს წერენ. გაყალბების მასშტაბები იმდენად დიდია, რომ უკვე არჩევნებიდან მეცხრე დღე გავიდა და ბალანსი დღემდე ვერ დასვეს. ახლაც მიმდინარეობს შედეგების გადაწერა,’’-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მსგავსი სურათია საქართველოს სხვა ქალაქებშიც. საოლქო საარჩევნო კომისიებთან შემაჯამებელი ოქმების დაწერა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.