ქუთაისში, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს ქუთაისის #59 კომისიის წინ აქცია გამართეს და განმეორებითი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

 

 

 

,,ეს არ არის არჩევნები. როცა ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებ, ხალხს დააშინებ, ძველი ბიჭების გამოყენებით ცდილობ სასურველ შედეგს მიაღწიო და ბოლოს ამითაც არ კმაყოფილები და შედეგებს ხელით გადაწერ, რა ჰქვია ამას? არაფერი სხვა თუ არა ხელისუფლების მიტაცება” – ამბობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის წევრი, ანდრო ლოსაბერიძე.

ოპოზიცია ამბობს, რომ აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *