ქუთაისის #59 საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას, საჩივრების განხილვის გადადების შესახებ, ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ გუნდი აპროტესტებს.

 

მათი ინფორმაციით, საოლქო კომისიამ 2020 წლის არჩევნებზე შემოსული საჩივრების მხოლოდ ნაწილი განიხილა, ნაწილის განხილვა კი უვადოდ გადადო.

 

,,ქუთაისის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება იყო უპრეცედენტო, ჯერ არ ყოფილა არცერთი ოლქი, რომ საჩივრები არ განეხილა. დღეს იყო ბოლო ვადა, მაგრამ გვითხრეს, რომ სხდომა არაა ჩანიშნული.  ეს იმიტომ ხდება, რომ არჩევნები გაყალბდა. ოქმებში ბალანსის დასმა უჭირთ. არჩევნების შედეგი ხელითაა გადაწერილი. მივმართავთ საოლქო კომისიის წევრებს, ნუ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მათ სისხლის სამართლის დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს’’,- ამბობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ გუნდის წევრი გია თევდორაძე.

ის არჩევნების შედეგს არალეგიტიმურად ცნობს და განმეორებითი, რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

ქუთაისის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ 31-დან დღემდე საოლქო კომისიაში 44 საჩივარია შესული, მათგან არ დაკმაყოფილდა 15, გაითხოვეს 3, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2, დაკმაყოფილდა 1, განუხილველი 17, 6-ს დღეს გაეცემა პასუხი. სხდომა ჩანიშნულია 7 საათზე. რაც შეეხება იმას, რატომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხდომა გადაიდო, საოლქო კომისიის ინფორმაციით, იმ დროისთვის არ იყო გადაწვეტილი სხდომა ჩატარდებოდა თუ არა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *