ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის 21-ე საარჩევნო
ოლქში 157-ვე საარჩევნო უბანი დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბეჟან წაქაძემ მოაგროვა. მან 38080 ხმა აიღო, რაც ხმების 49, 49 %-ია.
შემდეგია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა 26, 98 % აიღო, რაც 20764 ხმას შეადგენს.
ხმათა რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა “ევროპული საქართველო”. გიორგი წერეთელმა 9558 ხმა აიღო, რაც ხმების 12, 42 %-ია.
ანა ბიბილაშვილმა “ლელოდან” ხმების 3, 48 % აიღო.
დანარჩენი ხმები სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილდა.