წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის 22-ე მაჟორიტარულ
ოლქში 183-ვე საარჩევნო უბანი დათვლილია. ცესკოს მონაცემებით, აქ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ლიდერობს. მან ხმების 51, 02 % დააგროვა, რაც 41 768 ამომრჩევლის ხმაა.
გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატს ნანუკა ჟორჟოლიანს მხარი 31, 52 %-მა დაუჭირა. მის მიერ მიღებული ხმები რაოდენობაა 25799.
აკაკი ბობოხიძემ “ევროპული საქართველოდან” ხმების 8, 79 % მოაგროვა, ხოლო თორნიკე ართქმელიძემ “ლელოდან” 2,25 %.
დანარჩენი ხმები სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილდა.