“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” იმერეთში საარჩევნო პროცესის დარღვევის
რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, წყალტუბოს 58-ე საოლქო კომისიის 29-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე, მოქალაქეებმა პირადი ნომრის იდენტიფიკაციის გარეშე მისცეს ხმა, რამოდენიმე შემთხვევაში კი პირადი ნომერი გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ შეივსო. დაიწერა საჩივარი.
კიდევ ერთი დარღვევა წყალტუბოს 58-ე საოლქო კომისიის მე-2 საარჩევნო უბანზე გამოვლინდა. ამომრჩეველი გამოდის დაუკეცავი ბიულეტენით, რაც აჩენს შთაბეჭდილებას, რომ ახდენს არჩევანის დემონსტრირებას.
ორი ფაქტი გამოვლინდა ქუთაისში. 59-ე საოლქო კომისიის მე-7 საარჩევნო უბანზე არ უკეთიათ პირბადე, რაც ორგანიზაციამ საჩივრით გააპროტესტა. 116-ე საარჩევნო უბანზე დაირღვა კენჭისყრის პროცედურა. აქაც დაიწერა საჩივარი.