ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე იმერეთის რეგიონში პროცედურული და სამართლებრივი დარღვევები შეინიშნება.
ქუთაისში, 95-ე საარჩევნო ოლქში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნის გაცნობის უფლება არ მისცეს. სამტრედიის 51-ე ოლქიდან კი ორგანიზაციის დამკვირვებელი იმის გამო გამოაძევეს, რომ კომისიის წევრებს რამდენჯერმე შენიშვნა მისცა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი.