არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე
დაიწყო. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, მოქალაქეებს ხმის მიცემა დამატებითი რეგულაციების დაცვით უწევთ. ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამასთან, მას საარჩევნო უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე, მისი არქონის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით.
ამომრჩეველს ორჯერ, მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.
ამომრჩეველს საარჩევნო უბნის შესასვლელთან დახვდება დეზობარიერი და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი. ამასთან, საარჩევნო უბანზე გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალამი.
ქუთაისში 130 საარჩევნო უბანია გახსნილი.
რეგისტრირებულია 156275 ამომრჩეველი.