ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის
მოადგილის, გელა თუთბერიძის ინფორმაციით, ქუთაისის 130 საარჩევნო უბანზე კრნჭსიყრის პროცედურა 8 საათზე დაიწყო. უმეტეს უნბანზე მისულია პირველი ამომრჩეველი. ტექნიკური ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ძირითადი საარჩევნო 123 უბანია და 7 სპეც. უბანი.
ქუთაისის 74-ე უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიგა ჯავახაძეს თქმით, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უბანი 8 საათზე გაიხსნა.
,,პირველმა ამომრჩეველმა ხმა 8 საათზე მისცა. ყველაფერი შეფერხებიბის გარეშე მიმდინარეობს. კომისიის ყველა წევრი ადგილზეა, ვიცავთ რეგულაციებს” – ამბობს გიგა ჯავახაძე.
ქუთაისში სულ 130 საარჩევნო უბანია, მათ შორის, 7 სპეცუბანია. არჩევანი 156257-მა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს.