“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატები
წყალტუბოში, სანატორიუმ “მედეასთან” შეიკრიბნენ და ბიძინა ივანიშვილი ტყუილი დაპირებების გაცემაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან ერთი წელი გავიდა, სადაც მაინ აიღო ვალდებულება, რომ წყალტუბოში მდებარე 22 სანატორიუმსა და 9 აბაზანას გამოისყიდდა საკუთარი სახსრებით და აქცევდა მათ წარმატებისა და დასაქმების სიმბოლოდ. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ერთი წლის თავზე ქალაქში არაფერი გაკეთებულა.
“ერთი წლის თავზე წყალტუბოში არაფერი გაკეთებულა. თუ კი არსეობს საქართველოში სიმბოლო იმისა, თუ რატომაა “ქართული ოცნების” მთავრობა ჩაფლავებული, ეს პირველ რიგში არის წყალტუბო. აქ ახლა უნდა იყოს მაღალი კლასის სასტუმროები და უნდა ჩამოდიოდნენ ტურისტები,”-განაცხადეს პარტიაში.