“თავისუფლება ივერისა და ნატალიას”, “დავასრულოთ
საბჭოთა სასამართლო”-“ევროპულმა საქართველომ” ქუთაისში, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლთან აქცია გამართა. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ისინი აღნიშნულ ლოკაციაზე სიმბოლურად შეიკრიბნენ და აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმების საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოითხოვეს.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის თქმით, ეს არის შეთითხნილი ბრალდება, რომელსაც ხელისუფლება უდანაშაულო ადამიანებს უყენებს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ყურადღება სხვა საკითხზე გადაიტანოს და რუსული თამაში გააგრძელოს.
“ჩვენ დღესაც გვყავს ის მართლმსაჯულება, რომელიც არის საბჭოთა სასამართლოს მემკვიდრე. ივანიშვილის ხელისუფლებაც განაგრძობს რუსულ ხაზს. ამ ხაზმა მოიტანა ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ წერტილს დავუსვამთ. ამ კარტოგრაფების საქმის შეწყვეტასთან ერთად, ჩვენ დავუდებ დასაბამს ნამდვილ და დამოუკიდებელ სასამართლოს,”-განაცხადა ოთარ კახიძემ.