,, ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას ბიუჯეტის ფლანგვაში ადანაშაულებს.

გიგა შუშანიას თქმით, მერია ქუთაისელებს მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანას დაჰპირდა, მაგრამ ავტოპარკი ამ დრომდე არ აშენებულა, ადმინისტრაციულ ხარჯებში კი ასი ათასობით ლარი იფლანგება.

 

,, თქვენ ხედავთ ავტოპარკის დაუსრულებელ შენობას, სადაც ქართული ოცნების აქტივისტები არიან დასაქმებულნი და მათ შესანახად 200 ათასი ლარი იხარჯება. შენობა ჯერ არ აშენებულა და უკვე უფროსიც ჰყავს და მოადგილეც. სად არის დაპირებული ავტობუსები? მუნიციპალური ტრანსპორტის ნაცვლად მივიღეთ ავტოპარკის და შენობის ფოტოშოპი, დაუსრულებელი მშენებლობა და გაფლანგული თანხები. წესით 8 დეკემბერს მშენებლობაც უნდა დასრულდეს და ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტიც უნდა ჰყავდეს, მაგრამ შედეგი სახეზეა,” – ამბობს გიგა შუშანია. 

ქუთაისის მერია ქუთაისელებს მუნიციპალურ ტრანსპორტს ოქტომბერში ჰპირდებოდა. მორიგი დაპირებით, მომავალი წლიდან ქალაქში 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *