ქუთაისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებულ მაჟორიტარობისა
და მერობის კანდიდატებს რეგისტრაციის მოწმობები ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა ავთანდილ ოსეფაიშვილმა გადასცა. ცერემონია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.
,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატებისთვის. დღიდან მათ შეუძლიათ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად აწარმოონ. გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება. ვიცავთ ყველა რეგულაციას,” – ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი. ის საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.