ქუთაისში, ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა მძღოლებმა
საპროტესტო აქცია გამართეს. მათ საბანკო ვალდებულებების გადავადება, ფრენების აღდგენა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულებისათვის სპეციალური სოციალური პაკეტის შექმნა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პანდემიის გამო შემოსავალი სრულად დაკარგეს.
“ჩვენი სამუშაო სეზონური იყო, რასაც ამ სეზონზე ვმუშაობდით, ძირითადად გადანაწილებული იყო ზამთრის თვეების გადასახადებზე. ახლა საბანკო ვალდებულებებიც გვაქვს, მაგრამ ფაქტიურად გადახდისუუნაროები ვართ. ვთხოვთ ხელისუფლებას, გაგვიწიოს დახმარება და გადაგვივადოს სესხები,”-ამბობენ აქციის მონაწილეები.