ქუთაისის მერიის შპს “სატრანსპორტო კომპანიის” თანამშრომელს
კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი. მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში აცხადებენ, რომ გიორგობიანს სხვა თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია და ის დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა, ამიტომ მერიის თანამშრომლების თვითიზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა არ დგას.
“აღნიშნულ თანამშრომელს შეხება არ ჰქონია მერიის არც ერთ თანამშრომელთან. ადმინისტრაციულ შენობაში იგი არ იმყოფებოდა და შესაბამისად მერიის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციას არ საჭიროებს. თანამშრომლის დაინფიცირება უკვე არსებული კლასტერებიდან მოხდა,”-განაცხადა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, პეტრე ადამაძემ.
ადამაძის განცხადებით, რეკომენდაციების გათვალისწინებით, მერიაში თანამშრომლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.