მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის მიზნით ქუთაისის მერია 5 მილიონ 775 ათასი ევროს ღირებულების სესხს აიღებს.

როგორც ქუთაისის მერიის, საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე განმარტავს, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის პროექტი ჯამში 6 მილიონ 718 ათას ევროს შეადგენს, აქედან მილიონ ევროზე მეტს მერია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გრანტის სახით მიიღებს, დარჩენილ თანხას კი სესხად აიღებს. დავით ნიშნიანიძის თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდი შუამავალია მერიასა და იბიარდს შორის.

 

,, თანხას 10 წლის მანძილზე გადავიხდით. პირველი ორი წელი საშეღავათო პერიოდს წარმოადგენს და მერია მხოლოდ პროცენტს გადაიხდის, რომელიც 1.5 პროცენტს შეადგენს. 2023 წლიდან კი დაიწყება ძირის გადახდა”,-ამბობს დავით ნიშნიანიძე.

მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა ეტაპობრივად მოხდება. ნოემბრიდან ქუთაისში 10 ახალი ავტომობილი შემოვა. ახალი წლიდან კი ქალაქში 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *