“ევროპულმა საქართველომ” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია
ქუთაისში გამართა. პარტიის ლიდერების განცხადებით, პროგრამის მთავარი ამოცანაა, შემცირდეს გადასახადები, შეიქმნას 100 000 სამუშაო ადგილი, გაორმაგდეს პენსია, დევნილთა და სოციალური დახმარებები, მეტი ქონება გადაეცეს ხალხსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯებით ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა შესაძლებელია.
“ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ეხება ქუთაისს. ეს მდგომარეობს ქუთაისში პარლამენტის დაბრუნებაში. ეს არის “ვიზეარისა” და “რაინეარის” ბაზების გახსნა, რომ მილიონი ტურისტი შემოვიდეს ქალაქში. ჩვენ ასევე ვგეგმავთ გადასახადების შემცირებას, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ, რომ ქუთაისში სიმდიდრე შემოვიდეს,”-განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ.