ქუთაისის მერიამ მის დაქვემდებარებაში არსებულ
შპს “პარკინგ სერვისს” დავალიანების გადასახდელად 9 წლიანი ვადა მისცა. შპს-მ 1 700 000 ლარი 2029 წლამდე უნდა დაფაროს. შედგენილია გადახდის გეგმა-გრაფიკი.
როგორც მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მირზა მამასახლისი ამბობს, შესაძლოა, დავალიანების დაფარვა შპს-ს შემოსავლების მატების შემთხვევაში, ვადაზე ადრე მოხდეს. მისივე თქმით, დავალიანება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც “პარკინგ სერვისმა” საიჯარო ქირის გადახდა ვერ შეძლო და ამის გამო ჯარიმა დაერიცხა.
მირზა მამასახლისმა ოპოზიციის ბრალდებასაც უპასუხა და განაცხადა, რომ შპს-ს 100 %-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა და ერთი სუბიექტი მისივე თავთან კორუფციულ გარიგებაში ვერ შევა.
“ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო თბილისში. მოგებასა და ხალხის რეპრესიებზე გათვლილი “სითი პარკი” კარგად გვახსოვს. ჩვენი მიდგომა იყო ჰუმანური,”-განაცხადა მამასახლისმა.