დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
სხდომები გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, პირველი სხდომები ჩატარდება 3 657-ვე საარჩევნო უბანზე.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.
ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომებზე ასევე, დასწრების უფლება აქვთ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და აკრედიტებულ მედია ორგანიზაციებს.
არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე