ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე, რომელმაც
თანამდებობა გუშინ დატოვა, მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს. ამის შესახებ თვალთვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ესეც მომავლის და გეგმების შესახებ. ვფიქრობ, არანაკლებ საპასუხისმგებლო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას ვიწყებ,”-წერს ნინო თვალთვაძე.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ თვალთვაძემ განცხადება სოციალურ ქსელში 14 ივლისს გამოაქვეყნა. ქუთაისის ვიცე-მერის პოსტი მან 2017 წელს დაიკავა.