“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრი გიგა შუშანია ქუთაისში, რუსთაველის ხიდის მიმდებარედ,
ობიექტის მშენებლობას აპროტესტებს. შუშანია ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მსგავსი ტიპის უსახური მშენებლობები დაუშვებელია. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებას ეხება, რომელშიც მშენებელი, ქუთაისის მერია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ფიგურირებს.
“ქართულმა ოცნებამ” კვლავ გადაწყვიტა, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ფარდულების მშენებლობაზე გასცეს ნებართვა. რამდენი ხნის წინ “ოცნებამ” მონპლაზირის თაღზე ისტირიული კედელი გამოანგრია და ჯიხური ჩადგა. გვპირდებოდნენ, რომ რუსთაველის ხიდი იქნებოდა ლამაზი, რეაბილიტირდებოდა რიონისპირა სახლები და მოეწყობიდა სკვერი, ნაცვლად ამისა, შეგვრჩა ბანერები და უსახური ნაგებობები. გვაქვს ეჭვი, რომ მშენებელს, ქუთაისის მერიასა და კულტურული მემკვირდეოვის დაცვის სააგენტოს შორის კორუფციულ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი. სხვანაირად შეუძლებელია, რომ ამ ისტორიულ ზონაში მსგავსი სიმახინჯის მშენებლობის ნებართვა გასცე. “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადააქციოს. ამ ყველაფერს წერტილი ოქტრომბრის შემდეგ დაესმება,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
ამ დროისთვის ადგილზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, არ არის განთავსებული ბანერი იმის დასაზუსტებლად, თუ კონკრეტულად რა ფუნქციური დატვირთვის კონსტუქცია ეწყობა.