“ჭავჭავაძე-ნიკეას ქუჩების კვეთაზე არსებული მიწისქვეშა

გადასასვლელის მოსაწყობად დაინტერესებული პირი უკვე გამოჩნდა,”-ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა. ნინო თვალთვაძის განმარტებით, მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების კონკურსში გამარჯვებული იდეის მიხედვით განხორციელდება. თვალთვაძის განცხადებით, დაინტერესებულ პირს დამატებით გადასასვლელის ამოსასვლელებთან მარტივი ტიპის კონსტრუქციის სწრაფი კვების ობიექტების მოწყობა სურს.

ქუთაისის ვიცე-მერი აცხადებს, რომ პროექტის ვიზუალური მხარეს შეთანხმება საავტომობილო გზების დეპარტამენტთან მიმდინარეობს. 

რაც შეეხება დანარჩენ მიწისქვეშა გადასასვლელებს, მათ მოსაწყობად ერთიანი კონცეფცია არ არსებობს და მერია მათ დასუფთავებას გააგრძელებს.

“მუნიციპალიტეტი კვლავ განახორციელებს მოწესრიგებას. მოხდება შესაბამისი დასუფთავება და აღჭურვა. მათი განათება, რაც დღის წესრიგში დგას. ასევე დღის წესრიგში რჩება კამერების დამონტაჟება,”-განაცხადა ვიცე-მერმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *