25 თებერვალი საქართველოში საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 99 წლის წინ, 1921
წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.