პოლიტიკა
გოგი წულაია და "გაბედეს" აქტივისტი 1000 ლარიან ჯარიმას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
მოძრაობა "გაბედეს" წევრი გაგი ახალაძე და პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მესხიშვილის თეატრის წინ არსებულ ბუჩქებზე ე.წ ბიძინას სათამაშოების დაკიდების გამო 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ არ ეთანხმებიან. წულაია და ახალაძე მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პოლიტიკური ანგარიშსწორება და შერჩევითი სამართალია.

ჯარიმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით დაწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ხე-ნარგავებზე პლაკატებისა და სათამაშოების თვითნებურად განთავსების აკრძალვას გულისხმობს.

გოგი წულაიამ და "გაბედეს" აქტივისტებმა 11 დეკემბერს, მთავარ ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების გამოსახულებით სათამაშოების დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. საბოლოოდ, მოძრაობის წევრებმა თეატრის წინ ბუჩქები მორთეს. 

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ახლადშექმნილ სატრანსპორტო კომპანიაში 120 მძღოლი
დასაქმდება.
16:33 / 17.01.2020
ქუთაისის ახლადშექმნილ სატრანსპორტო კომპანიაში 120 მძღოლი დასაქმდება.
ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის
შემოყვანა გადაწყვიტა,
15:35 / 17.01.2020
ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა გადაწყვიტა,
მას შემდეგ, რაც ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები შემოვა,
14:48 / 17.01.2020
მას შემდეგ, რაც ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები შემოვა,
«« იანვარი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი -3 - 4 °C
img
ქუთაისი -1 - 12 °C
img
ბათუმი 4 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019