ქუთაისში რგფ-დან გამოყოფილი თანხით 13 ქუჩა რეაბილიტირდება.
რეკონსტრუქცია ჩაუტარდება გრიშაშვილის, ჩეჩელაშვილის, ჯიბლაძის, ხახანაშვილის, კრილოვის ქუჩებს, სულხან-საბას გამზირისა და გუგუნავას ქუჩების შიდა კვარტალურ გზებს, სულხან-საბას კერძო დასახლებას, ზ. გამსახურდიას პირველ ჩიხს, ბერი თევდორეს ქუჩას, ნინოშვილის მე-9 ჩიხის გზას, ბესიკის ქუჩასა და თაბუკაშვილის ჩიხების შემაერთებელ გზას.
აღნიშნული გზების რეაბილიტაციაზე ჯამში 6 მილიონამდე დაიხარჯება.
ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა ნინოშვილის მე-9 ჩიხის გზის, ზვიად გამსახურდიას ქუჩის პირველი ჩიხის, ბესიკის ქუჩისა და ბერი თევდორეს ქუჩის რეაბილიტაციაზე.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე