ქუთაისიდან თბილისში დაგეგმილ აქციას,
რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომის აღსანიშნავად ეწყობა, 3700 ადამიანი შეუერთდება. “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ქუთაისიდან დღეს დილით გაემგზავრნენ.
პარტიის წევრები ამბობენ, რომ ღონისძიებაზე ყველა პირი მისი სურვილით მიდის და პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ადგილი არ აქვს.
“საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა წამოსვლის სურვილი. გარდა ამ ადამიანებისა, ბევრი მიდის მისი ტრანსპორტით. არავითარ დაშინებასა და მობილიზებას ადგილი არ აქვს. “ქართული ოცნება” მხარდამჭერების ტრანსპორტირებას მისი სახსრებით უზრუნველყოფს,”-განაცხადა პარტიის წევრმა და იმერეთის ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა, გრიგოლ დალაქიშვილმა.
აქცია თბილისში დღეს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.