დაკორექტირების შემდეგ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის
პროექტი 200 000 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, 200 000 ლარი ააიპ “სპეციალურ სერვისებს” გამოეყო, რითაც სპეც ტექნიკის შეძენა მოხდება. რაც შეეხება დანარჩენ შენიშვნებს, ნიშნიანიძე ამბობს, რომ მათ ტექნიკური ხასიათი ჰქონდა.
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი მოცულობა 61 000 000 ლარი იყო. 200 000 ლარით გაზრდის შემდეგ კი 61 200 000 ლარი გახდა.
ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 25 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე