ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები თვალს ოფისიდან ადევნებდნენ. აქციის მონაწილეებს ქალაქის
ცენტრამდე ასასვლელად ქართული ოცნების ოფისთან უნდა ჩაევლოთ . ქართული ოცნების მხრადმჭერები ოფისში იყვნენ, თუმცა ისინი გარეთ არ გამოსულან.
,,ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს, პატრიარქს, ეკლესიას და ნუ გადმოხვალთ ოჯახების შეურაცხყოფაზე. ეს არის ქართველებისათვის ხელშეუხებელი რაღაც, რასაც ქართველი ხალხი არავის არ აპატიებს”.- განაცხადეს ,,ქართული ოცნების” ოფისში შეკრებილებმა და ამით აქციის მონაწილეებს მიმართეს.
მათი განცხადებით, ოფისში სამუშაო რეჟიმში იყვნენ და თათბირი უნდა გაემართათ.