ქუთაისში ოპოზოციური პარტიების აქცია ,,ერთად ერთის წინააღმდეგ” დასრულებულია. აქციის მონაწილეები
14:00 საათისთვის კიკვიძის ბაღში შეიკრიბნენ. შემდეგ მსვლელობით ქალაქის ცენტრისკენ გადმოინავლეს. აქცია რუსთაველის ქუჩაზე, მერიისა შენობასთან დასრულდა.
,,ჩემო ძვირფასო ქუთაისლებო, ყველა ღირსეულო ქართველო, ვინც აქ შეიკრიბეთ. მთელი საქართველო და მთელი ცივილიზებული მსოფლიო შემოგყურებთ. იწყება ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა და როგორც დავით აღმაშენებლმა გაამზადა დიდგორის მებრძოლები, ასეთივე სახალო, მშვიდობიანი ლაშქარი ელოდება თბილისს”.- განაცხადა ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
,,პროპორციულ არცევნებზე საქართველოს მოქალაქეს ლაპარაკი არ სჭირდება. გული მიკვდება. ბებიაჩემის, მამაჩემის ქალაქი არის დაცლილი. ყველა ოჯახიდან ვირაც არის წასული. ვინც არ არის წასვლას ფიქრობს. ბავშვები იზრდებიან ხან დედის, ხან მამის, ხან ორივეს გარეშე. ინგრევა კულტურული მემკვიდრეობის ის შენობები. გადათხრილია მთელი ქალაქი. ქართული ცივილკიზაციის აკვანი, რომელმაც სისხლი გადაუსხა საქართველოს, არის უპატრონოდ მიტოვებული. ე.წ. ,,ქართული ოცნების” ამარად დარჩენილი.”- განაცხადა აქციზე სიტყვით გამოსვლისას ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.
,,ამ აქციაზე არ არიან მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ლიდერები ან მხოლოდ პოლიტიკით დაკავებული ადამიანები. აქ არიან მოქალაქეები. ჩემს წინ ასაკოვანი ქალბატონი მოდიოდა, 79 წლის. მადლობა მინდა ვუტხრა იმ ასაკოვან მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ამ აქციას შემოუერთდნენ”.- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ია იაშვილმა.
ქუთაისში,ოპოზციური პარტიების აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ პირები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არცერთი პარტიის მხარდამჭრები არიან. დღის განმავლობაში აქციის მსვლელობისას კიდევ ორი მცირე ინციდენტი მოხდა. კიკვძის ბაღში შეკრებლებს მოპირადპირე კორპუსიდან კვერცხები ესროლეს, ასევე აქციის მონაწილეებს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა, თუმცა ინციდენტი მალე ამოიწურა. უცნობმა პირებმა ტერიტორია მალე დატოვეს.