გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მოწყობილი
აქციის შესახებ, სადაც “ოცნების” წევრებმა და მხარდამჭერებმა შენობას ცოცხები და კვერცხები ესროლეს, კომენტარი საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი ჭეიშვილმა გააკეთა. ჭეიშვილი ამბობს, რომ გუშინდელი მოვლენების პროვოცირება ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოიწვიეს, რომელთაც სამუშაო საათების დროს “ოცნების” ოფისი დააბოქლომეს. მისივე განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქციები არასამუშაო საათებში დაიწყო, სადაც საჯარო მოხელეების გარდა ადგილზე მცხოვრებლები და დაინტერესებული პირებიც მივიდნენ. მისივე თქმით, არასამუშაო საათებში საჯარო მოხელეებს აქციაზე ყოფნა არ ეკრძალებათ.
“მოვლენების პროვოცირება ოპოზიციამ გამოიწვია. ჩვენმა მხარდამჭერებმა ამას დაკავშირებით გამოთქვეს პროტესტი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში ხალხის გამწარების და დაბოლქომების მეტს არაფერს აკეთებდნენ, კიდევ იღებდნენ ხმას. ჩემთვის მისაღები საერთოდ არ არის ის, რომ პროცესები ქუჩაშია გადატანილი. ოპოზიცია ყელში ამოუვიდა ააიპის ხელმძღვანელსაც, მერიის თანამშრომელსაც და საკრებულოს წევრსაც,”-ამბობს ჭეიშვილი.
ჭეიშვილი განმარტავს, რომ საჯარო მოხელეების მთავარი ფუნქცია აქციაზე აგრესიის ზღვარის შემცირება იყო. რაც შეეხება სიებს, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, თანხები რიგდებოდა, ჭეიშვილი ამბობს თუ ვინმეს მსგავსი კადრები მოეპოვება გაასაჯაროვოს.