ქუთაისში ახალგაზრდული წინააღმდეგობის მოძრაობა ,,გაბედე ქუთაისის” აქტივსტები

თბილისში გაემგზავრნენ. ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. 

,,ქუთაისში დაფუძნებული ორგანიზაცია უერთდება თბილისში დაგეგმილ დიდ აქციას. გავაგონებთ ხმას თუ რა ძალაა ქუთაისში ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია, რომელშიც შედიან როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლები. ეს აქციები და პიკეტირება გაგრძელდება რათა ბიძინა ივანიშვილს და მაჟორიტარებს, რომლებმაც ჩააგდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი, შევუქმნათ დისკომფორტი.”- განაცხადა თორნიკე მუმლაძემ.  

თბილისში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას აგრეთვე ქუთაისიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *