ქუთაისის მაჟორიტარის დიმიტრი მხეიძის ბიუროსთან შსს-სა და პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

მათთან ერთად ბიუროს შესასვლელთან ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები და მერიის ააიპების თანამშრომლები იმყოფებიან.

სავარაუდოდ, მათ მაჟორიტარის ბიუროს პიკეტირების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

მობილიზების მიზეზს არ ასახელებენ არც სამართალდამცავები და არც თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათი თქმით, ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ.

შეგახსენებთ, მაჟორიტარის ბიუროს დაბოქლომება გასულ კვირაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცადეს, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მისცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *