ქუთაისის მერია ცენტრალურ შადრევანს რეაბილიტაციას ჩაუტარებს.
კოლხური შადრევნის განახლებისათვის ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში 150 000 ლარია გათვალისწინებული.
საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
კოლხური შადრევანი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ატრაქციაა, რომელმაც ფერი შეიცვალა. შადრევნის წმენდა ხორციელდება, თუმცა, მასზე განთავსებული ფიგურების ნაწილი დაიჟანგა.
შადრევანი 2011 წელს საზეიმოდ გაიხსნა და იგი მთლიანად კოლხური თემატიკითაა შექმნილი.
ჯამში, შადრევან-აუზების რეაბილიტაცია-ექსპლოატაციისათვის 2020 წლის ბიუჯეტში 570 000 ლარია გამოყოფილი.