პოლიტიკა
"დისკომფორტს იწვევს, მაგრამ ჩვეულ რიტმში ვმუშაობთ"-უმრავლესობის დეპუტატი ბიუჯეტის განხილვასა და აქციებზე
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა კომისიებში დღეს მიმდინარეობს. მერიის შენობაში ბიუჯეტის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა, სადაც ოპოზიციონერებმა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ბიუროს კარის დაბოქლომება სცადეს. 

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, გიორგი ჭეიშვილი ამბობს, რომ დედაქალაქსა და ქუთაისში მიმდინარე აქციები დისკომფორტის შემქმნელია, თუმცა, ინსტიტუტების მუშაობას ვერაფერი შეაფერხებს.

"გამოსვლები და მსგავსი აქციები არც ქალაქისთვის და არც ქვეყნისათვის კარგი არ არის. ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ ქალაქის ბიუჯეტზე. დღეს იყო გაერთიანებული ფრაქციების სხდომა, სადაც ბიუჯეტი განვიხილეთ და არის კომისიების სხდომაც. დისკომფორტს იწვევს, მაგრამ ჩვეულ რიტმში ვმუშაობთ,"-განაცხადა ჭეიშვილმა. 

ჭეიშვილის თქმით, ოპოზიცია ბიუჯეტის განხილვის პროცესში აქტიურად ჩართული არ არის და ძირითადად აქციებითა და გამოსვლებით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები ქუთაისში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მასში ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები არიან ჩართული.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია.
საკრებულოს
16:55 / 09.12.2019
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. საკრებულოს
ოპოზიციის აქცია ერთად ერთის წინააღმდეგ ქუთისში 14:00 საათზე
კიკვიძის სკვერიდან დაიწყო.
18:52 / 06.12.2019
ოპოზიციის აქცია ერთად ერთის წინააღმდეგ ქუთისში 14:00 საათზე კიკვიძის სკვერიდან დაიწყო.
ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების
18:31 / 06.12.2019
ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები თვალს ოფისიდან ადევნებდნენ. აქციის მონაწილეებს ქალაქის
ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების
18:31 / 06.12.2019
ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები თვალს ოფისიდან ადევნებდნენ. აქციის მონაწილეებს ქალაქის
ქუთაისში ოპოზოციური პარტიების აქცია ,,ერთად ერთის წინააღმდეგ
18:12 / 06.12.2019
ქუთაისში ოპოზოციური პარტიების აქცია ,,ერთად ერთის წინააღმდეგ" დასრულებულია. აქციის მონაწილეები
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი -1 - 10 °C
img
ქუთაისი 2 - 12 °C
img
ბათუმი 6 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019