ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო
სისტემასთან მისი პოზიცია გუნდში ყველამ იცოდა. დეპუტატი ამბობს, რომ მას ვერ დაუმტკიცეს 2020 წლისათვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რატომ არ შექმნიდა პრობლემებს ქვეყანაში.
,,ჩვენ ვემზადებოდით, რომ 2024-ში გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მართლაც მყარად, რომ ქვეყანას პრობლემა არ შეჰქმნოდა. ოპოზიციურმა ძალებმა მოითხოვეს გინდა თუ არა პროპორციულიო და რაც შეიძლება დაბალი გადასასვლელი პროცენტი. ჩვენმა გუნდმა კარგი, დაგთანხმდებითო და მე ვიყავი წინააღმდეგი და არა მარტო მე. უფრო მეტი წინააღმდეგი იყო. 2020 წლისათვის თუ ეს მოხდება, შესაძლოა, ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე დავაყენოთ-მეთქი. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, თქვენ თქვენი კონტრარგუმენტები გქონდეთ. ახლა გაძლევთ თანხმობას, მაგრამ დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად, 2020 წლისათვის სახელმწიფოს არ დავაზარალებთ პროპორციულზე გადასვლით. თუ ვერ დაგვიმტკიცებთ, ჩვენ ხმას ვერ მივცემთ. ვერ დაგვიმტკიცეს. ელემენტარულია, ვთქვათ, ვერ შევიდა ,,ქართული ოცნება” უმრავლესობით, ვისთან უნდა შევქმნათ ალიანსი? კობახიძეს დავუსვი ეს კითხვა პარლამენტში და მანაც მიპასუხა, ამათთან ვერავისთან გავერთიანდებით ჩვენო. თუ ერთხელ, ორჯერ ბიუჯეტი ვერ მივიღეთ, ამას მოსდევს რიგგარეშე არჩევნები. როდემდე უნდა იყოს ქართველი ადამიანი სულ არჩევნებში?”- განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.
შეგახსნებთ, კანონპროექტს, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩებნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, მხარი იმერეთიდან მხარი ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, ზესტაფონის მაჟორიტრამა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ არ დაუჭირეს.
ამავე თემაზე: ,,პროპორციული სისტემა ჩვენთვის დღესდღეობით პრობლემატურია” – დიმიტრი მხეიძე