ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარი დააბოქლომეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ მოქალაქეების მოტყუების გამო, აქცია-პერფორმანსით მათ ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნეს.
“დავაბოქლომეთ სასამართლო და გასაღებს ვაძლევთ ხალხს,”-განაცხადა ოპოზიციის წევრმა გია თევდორაძემ.
თევდორაძის თქმით, კამპანიას პერმანენტული ხასიათი ექნება და სხვადასხვა უწყებებთან გადაინაცვლებენ.