ქუთაისში, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში
ირაკლი შენგელია მოსახლეობას ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ინფრასტრუქტურული პროექტები; სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამები; საკანონმდებლო და საბიუჯეტო ინიციატივები; საკონსულტაციო და საჯარო შეხვედრები; გენდერული თანასწორობის საბჭო;დაგეგმილი პროექტები.
,, წარმოგიდგენთ ჩემი, როგორც გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ გაწეული საქმიანობების ანგარიშს. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი არის ანგარიშვალდებულება, რაც გულისხმობს მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალებულებების შესრულებას და გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის ჩაბარებას.”- აცხადებს დეპუტატი.
ირაკლი შენგელია ანგარიშს მოსახლეობას 25 ნოემბერს, 18:00 საათზე ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში წარადგენს.