“ჩვენ გადაგვაგდეს”-პროპორციულ სისტემაზე
გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნას ქუთაისში გააპროტესტებენ. სტუდენტები მესხიშვილის თეატრის წინ დღეს, 17:00 საათზე შეიკრიბებიან.
“გავაპროტესტებთ ხელისუფლების საქციელს, რადგან დაგვპირდნენ და გადაგვაგდეს, არ გაითვალისწინეს ხალხის სურვილი. ყველას ველოდებით თეატრის წინ. ეს იქნება ბოლო გადაგდება, ჩვენი ბრძოლით სასურველ შედეგს მივაღწევთ,”-აცახდებენ სტუდენტები.
აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, წავიდეს დათმობაზე და საკანონმდებლო ორგანო ხალხს დაუბრუნდეს.
პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”